STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

აბაშელ მედიკოსს გოგუცა მირცხულვა-გვაზავას 100 წლი შეუსრულდა

ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ გამორჩეულ მედიკოსს, გოგუცა მირცხულვა-გვაზავას 100 წლის იუბილე აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ პირადად მიულოცეს.

„მინდა, მოგილოცოთ 100 წლის იუბილე, რომლის უკან დგას თავდაუზოგავი შრომა, რთული და ნათელი დღეები, დევნილობის მძიმე წლებიც, თუმცა თქვენმა სიმტკიცემ, შემართებამ, სიცოცხლისა და მომავალი თაობების სიყვარულმა მნიშვნელოვანი, კეთილი კვალი დატოვა, რაც დასაფასებელია, გისურვებთ ჯანმრთელობასა და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს,“- აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

გოგუცა მირცხულავა-გვაზავა მეორე მსოფლიო ომის დროს გალის რაიონში 8 სოფელს ემსახურებოდა, წლების განმავლობაში მუშაობდა ტყვარჩელში, შესანიშნავად მღეროდა, ხელმძღვანელობდა სოფლების, ნაბაკევისა და ბარღების სასკოლო გუნდებს, დღესაც უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ქსოვს, კერავს, წერს ლექსებს. სოფლის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია, არის 4 შვილის, 10 შვილიშვილისა და შვილთაშვილების ბებია.

მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი, მამუკა თელია და ამავე სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

გოგუცა მირცხულავა-გვაზავას აბაშის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური სოციალური ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი ჩაერიცხება.

მსგავსი სიახლეები

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ღვთისმსახურებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში დაესწრო

რედაქტორი

ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის