STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

სააღდგომო ღვთისმსახურებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დაესწრო. მასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.

სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა. 

„ღეს უდიდიესი მართლმადიდებლური დღესასწაულია, მინდა მივულოცო ყველას ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა უპირველესყოვლისა ვუსურვო მშვიდობა, ვუსურვო ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ვუსურვო ის რომ ჩვენ ყველამ ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ყველაზე მტავარღირებულებებს: მამულს, ენას და სარწმუნოებას“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მედიასთან.

მსგავსი სიახლეები

ხობში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ჩხოროწყუში აღნიშნეს

რედაქტორი

მარტვილში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს

რედაქტორი