STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები ექსკლუზივი მთავარი ამბები პოლიტიკა

მაია კლანდიამ საკრებულოს სხდომაზე იცრუა, როდესაც ზუგდიდის დღევანდელი ბიუჯეტი 2012 წლისას შეადარა [ფაქტები]

ზუგდიდის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარემ მაია კალანდიამ დღეს გამართულ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ზუგდიდის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით ერთი მილიონი დოლარითაც კი არ გაზრდილა. ჩვენ მოვიძიეთ ფაქტები, სწორია თუ არა საკრებულოს დეპუტატის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია.

stv.ge-მ საკანონმდებლო მაცნეში მოიძია 2012 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე,  მაშინ ბიუჯეტი 36 195 000 ლარს შეადგენდა (2012 წლის 29 ოქტომბრის მონაცემებით), ამის შესადარებლად თუნდაც ზუგდიდის ბიუჯეტის მიმდინარე წლის მხოლოდ 4 თვის საბიუჯეტო მონაცემებს თუ ავიღებთ, გავარკვევთ, რომ: დღეის მდგომარეობით, 2024 წლის ზუგდიდის  ბიუჯეტი 81 494 700 ლარია. რაც 2012 წლის ბიუჯეტზე 45 299 700 ლარით მეტია.

მაია კალანდიამ ზუგდიდის ბიუჯეტი დოლარში იანგარიშა თუ ჩვენც გავყვებით, შემდეგ სურათს მივიღებთ:

2012 წელს ზუგდიდის ბიუჯეტი 21 804 216 დოლარი იყო. 2024 წელს კი მსოფლიო ინფლაციის პირობებში 81 494 700 ლარიანი ბიუჯეტი, დოლარის დღევანდელი კურსით 30 408 470  დოლარი იქნება. რაც 2012 წლის ბიუჯეტთნ შედარებით 8,6 მილიონი დოლარით მეტია.

ამ ფაქტების მიუხედავად  მაია კალანდიამ საკრებულოს სხდომაზე თქვა:

„2012 წლის შემდგომ თუ დოლარებში გადავიყვანთ, ზუგდიდის ბიუჯეტი 1 მილიონი დოლარითაც არ არის გაზრდილი“.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი