STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

ნაციონალურმა მოძრაობამ „გამჭირვალობის კანონი“ ზუგდიდში გააპროტესტა – „გამარჯვების კოალიცია“ აქციებს სხვა რეგიონებშიც გეგმავს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ზუგდიდში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, აქციის მონაწილეები, ჯერ სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც მათ სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა.

სიტყვით გამოსვლის დროს „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა ერთხელ დაგმეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ და განაცხადეს, რომ ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეები საყვირებით, ბანერებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ზუგდიდში გამსახურდიას გამზირზე მსვლელობა გამართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას უკან გაიწვიოს აღნიშნული კანონი.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მსგავსი შინაარსის შეხვედრები ყველა რეგიონში შედგება. მათივე ინფორმაციით, ხვალ შეხვედრის მორიგი ლოკაცია იქნება ბათუმი.

მსგავსი სიახლეები

ნაკრაში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის ცხედარი იპოვეს

რედაქტორი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ღვთისმსახურებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში დაესწრო

რედაქტორი