STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

გიორგი ხახუბია – კონსტიტუციური კანონპროექტი მიზნად არ ისახავს ვინმეს უფლების შებღალვას, პირიქით, აძლიერებს ჩვენ ეროვნულ იდენტობას

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის ინიციატორი და თანაავტორი ამ კანონპროექტების. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება აღნიშნულ კანონპროექტებს“, – განაცხადა ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ზუგდიდში.


მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ძლიერდება ქართული იდენტობა და დიდი საუნჯე, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა – მამული, ენა, სარწმუნოება.


ჩვენი კონსტიტუციით, ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, მიუხედავად მათი რელიგიური შეხედულებისა, მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციისა. ეს კანონპროექტი მიზნად არ ისახავს ვინმეს უფლების შებღალვას, პირიქით, აძლიერებს ჩვენ ეროვნულ იდენტობას, ქართველობას და იმ ყველაფერს, რაც ნამდვილად გამოგვარჩევს ამ პატარა ერს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა გიორგი ხახუბიამ.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესტან და დეპუტატებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები

სვანეთში, სოფელ ეცერში ავტოავარიას 2 ძმა ემსხვერპლა

რედაქტორი

საქართველოს ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 3 მილიონი ლარი იქნება

რედაქტორი

ზუგდიდში პირველი წიგნსაცავისა და სამკითხველოს გახსნიდან 112 წელი გავიდა

რედაქტორი