STV
რეგიონი

ზუგდიდის ცენტრალურ პარკში წარწერა “მე მიყვარს ზუგდიდი” დააზიანეს

  • ზუგდიდის ცენტრალურ პარკში წარწერა “მე მიყვარს ზუგდიდი” ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დიმიტრი ფაცაცია ქვეყნებს.

ცნობისთვის, ზუგდიდის ცენტრალურ პარკში მანათობელი წარწერა – „მე მიყვარს ზუგდიდი“ 2018 წელს დაიდგა. მისი სიმაღლე 150 სანტიმეტრი, სიგანე კი 12 მეტრამდეა. სამუშაოები კომპანია „მარგი დიზაინმა“ შეასრულა, რომელმაც ადგილობრივი მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

აღნიშნული წარწერის დადგმაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დაახლოებით 7 ათასი ლარი დახარჯა.

მსგავსი სიახლეები

მესტიას ახალი აეროპორტი ექნება – პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო

რედაქტორი

ხობის მერია: მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი