STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სპორტი

ნიკოლას ჰეილ-ვუდსი: ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა, მადლობა საქართველოს

„ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა, მადლობა საქართველოს” – ასე ეხმაურება ფრირაიდის მსოფლიო ტურის დამფუძნებელი ნიკოლას ჰეილ-ვუდსი მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის ტურს

„მე, ფრირაიდის მთელ გუნდთან ერთად, ძალიან ბედნიერი ვარ. ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა. წარმოუდგენელი შოუ იყო, სპორტსმენების საოცარი დაშვებებითა და ძალიან მაღალი ქულებით. ათლეტების პროფესიონალიზმი წლიდან წლამდე იზრდება. ეს ადგილი ფანტასტიკურია თავისი კლდეებით, გასაოცარი მზეც დაგვემთხვა. მადლობა საქართველოს – გასაოცარი მთები, სასრიალო ტრასები და არაჩვეულებრივი ხალხია, თავისი სტუმართმასპინძლობით. ფრირაიდის მსოფლიო ტურს ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს, ამ ადამიანებს დღევანდელი შოუს შემდეგ საქართველოში სასრიალოდ ჩამოსვლა მოუნდათ.“ – ამბობს ნიკოლას ჰეილ-ვუდსი.

1-7 მარტს, თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური შედგება. „ფრირაიდის პირველი შეჯიბრება, Freeride Qualifier, 2022 წლის თებერვალში, თეთნულდზე ჩატარდა. 2023 წლის მარტში კი, Georgia Freeride Series-ს, მეორედ უმასპინძლა სვანეთმა. შედეგად, საქართველო 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, რომელთაც ამ ექსტრემალური ასპარეზობის ჩატარების უფლება აქვს.

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი