STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

პრემიერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა.

„საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას.

აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება და საქართველოს მთავრობა მზად არის, მტკიცედ განაგრძოს თანამშრომლობა EUMM-თან, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას.“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა გაათავისუფლეს – სასამართლო 13 მაისს ჩაინიშნა

წალენჯიხის მერი მოადგილეებთან ერთად თბილისში აქციიებს შეუერთდება

რედაქტორი