STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ზუგდიდში გააპროტესტეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ზუგდიდის მერიის შენობის წინ ზუგდიდის და წალენჯიხის მკვიდრებმა გააპროტესტეს. ზუგდიდის მერიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდა წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავაც. აქციაზე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეებიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან.

აქციის ორგანიზატოპრები და მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში განსახილველად შესული კანონპროექტი რუსულია და ის ქვეყანას დასავლეთთან ინტეგრაციაში ხელს შეუშლის. მმართველი გუნდი კი პირიკით ამტკიცებს, რომ გამჭირვალობა სწორედ დასავლიური ღირებულება და არასამთავრობო სექტორისთვის უცხოეთიდან მიღებული თანხების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.

კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ზუგდიდის მერიასთან 15 და 17 აპრილსაც გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა გაათავისუფლეს – სასამართლო 13 მაისს ჩაინიშნა

წალენჯიხის მერი მოადგილეებთან ერთად თბილისში აქციიებს შეუერთდება

რედაქტორი