STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

 ირაკლი ჩიქოვანი: მხარი დავუჭირე “ქართულ ოცნებას” და მის კანდიდატს, ჩემს მეგობარს დავით კოდუას

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, მხარი დაუჭირა მშვიდობას და განვითარებას.

“მე მხარი დავუჭირე “ქართულ ოცნებას”, “ქართული ოცნების” კანდიდატს, ჩემს მეგობარს დავით კოდუას და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით “ქართული ოცნება” მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოშიც გვექნება მყარი უმრავლესობა. “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ არჩევნებზე და სხვა არჩევნებზეც აქვს რეალური და სწორი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტები, როგორ უნდა შევძლოთ იმ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების განვითარებასთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. დღეს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“

რედაქტორი

ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მიტროპოლიტმა გერასიმემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

რედაქტორი