STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სპორტი

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

ზუგდიდში ახლად გახსნილმა მულტიფუნქციურმა სპორტულმა კომპლექსმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტკომპლექსი სპორტის სამინისტროს ექსპერტების ჯგუფის მიერ შემუშავებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად მუშაობს. ასევე გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გუნდი.

სპორტული კომპლექსით სარგებლობა ორი კვირის განმავლობაში უფასოდ იქნება შესაძლებელი, ხოლო შემდეგ – მინიმალურ ფასად.

სპორტკომპლექსში განთავსებულია დიდი (33×25მ) და პატარა (16×8მ) ზომის საცურაო აუზები, სავარჯიშო და ძალოსნობის დარბაზები. სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით. პროექტი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტის ღირებულებამ 27 მილიონ ლარამდე შეადგინა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

რედაქტორი

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო

რედაქტორი

წალენჯიხის მერმა აიპების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

რედაქტორი