პუშკინის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში იგება ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარი, განხორციელდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
პარალელურად, გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება ერეკლე მეორეს, მაკალათიას, ჭონქაძის, შევჩენკოს, თამარ მეფის და ზამბახიძის ქუჩებზე.
წლის ბოლომდე დამატებით 16 ქუჩაზე დაიწყება რეაბილიტაციის სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერით, რაც მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.


