STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

დათო კოდუა: უმთავრესი ყურადღება დაეთმობა  პროექტების სწრაფად განხორციელებას და მოხდება ხარისხის მკაცრი კონტროლი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი დათო კოდუა, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს პირველი მაისის ქუჩაზე გაეცნო. დათო კოდუას განცხადებით ქალაქის ყველა დარჩენილი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, ასევე შემუშავდება სანიაღვრე სისტემების ერთიანი პროექტი, რომელიც უხვი ნალექის დროს ქალაქში არსებულ პროებლემას გადაწყვეტს. მუნიციპალიტეტის ახალი მერის განმარტებით უმთავრესი ყურადღება დაეთმობა  პროექტების სწრაფად განხორციელებას და მოხდება ხარისხის მკაცრი კონტროლი.

„დავიწყეთ საარჩევნო პროგრამის შესრულება, ამ პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილი გვაქვს. დღეს გზას ვაგებთ პირველი მაისი ქუჩაზე, აქ გზა ნამდვილად პრობლემური იყო და რამდენიმე კვირის წინ მოქალაქეებმა შეხვედრაზე დასვეს ეს საკითხი. ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან აქტიური სამუშაოები გვექნება. ჩემი მერობის პერიოდში მთავარი აქცენტი ყოველთვის გაკეთდება ხარისხზე და ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ამ ქალაქში განვახორციელებთ იქნება დროული და ხარისხიანად შესრულებული, ყველა პროექტი ვაპირებ მე პირადად გავაკონტროლო.

ჩემო ზუგდიდელებო, ჩვენ ერთად ძალიან ბევრს გავაკეთებთ ამ ქალაქისთვის და გპირდებით ჩემი სიტყვა ყოველთვის იქცევა საქმედ“ – აცახდებს დათო კოდუა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი