ზუგდიდის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების მერობის“ კანდიდატმა დათო კოდუამ გაიმარჯვა, მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა. დათო კოდუამ საერთო ხმების 88,83 პროცენტი აიღო, რაც 29 745 ხმაა, მისმა კონკურენტმა „ლელო ძლიერი საქართველოდან“ გიორგი თოდუამ 9,68% აიღო, რაც 3244 ხმაა, ხოლო მესამე კანდიდატმა რამაზ ჩაჩიბაიამ პარტია საქართველოდან 1,48 პროცენტი მიიღო, რაც 496 ხმაა.
ქართული ოცნების კანდიდატებმა ასევე დიდი უპირატესობით მოიგეს საკრებულოს მაჟორიტარული ოლქები, სულ ზუგდიდში 35 მაჟორიტარული ოლქია.
„ქართულმა ოცნებამ“ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით წელს 2 ათასამდე ხმით მეტი აიღო, თუ შარშან მმართველმა პარტიამ 27 780 ხმა აიღო, ხოლო ხელს 29 745 ადამიანმა დაუჭირა მხარი. გაზრდილ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ეხმაურებიან. ახლად არჩეული მერი დათო კოდუა მედიასთან აცხადებს, რომ:
„მადლობა ჩემს ზუგდიდელებს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა – მე ჩემს გუნდთან ერთად ამ ნდობას საქმით გავამართლებ. „ქართული ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური გუნდია, რომელსაც მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. ჩვენი რეიტინგი ყოველწლიურად მზარდია და ამას ციფრები მოწმობენ თუ შარშან ზუგდიდში მხარი დაგვიჭირა 27780 ადამიანმა, წელს ეს მხარდაჭერა 29 745-მდე გაიზარდა. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ადამიანებს, მადლობა პარტიის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა ჩვენს საარჩევნო შტაბს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას გაწეული მუშაობისთვის“ – აცხადებს ზუგდიდის არჩეული მერი დათო კოდუა.