STV
შემთხვევა

მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს მაშველები ეძებენ

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვში ამ წუთებში 15 წლის მოზარდს მდინარე ჯუმში მაშველები ეძებენ. STV_ს ინფორმაციით, მოზარდი მდინარე ჯუმის სანაპიროზე საქონელს ეძებდა, რა დროსაც ის დინებამ გაიყოლა.

მოზარდი მდინარის პირას, იქ სადაც წყლის დონე შედარებით დაბალი იყო, თანატოლებმა ნახეს. ძლიერი წვიმის გამო კი წყალმა იმატა და მოზარდის კვალიც მას შემდეგ დაიკარგა.

როგორც სამაშველო სამსახურის პრეს სამსახურში STV NEWS-ს განუცხადეს მდინარის ადიდების გამო გართულებულია სამძებრო სამუშაოები, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები.

მსგავსი სიახლეები

ელენე ფოჩხუა: ჩემი ძმის სიცოცხლე ექსმაღალჩინოსნის საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა

რედაქტორი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც ტურისტი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, მარტვილში დააკავეს

რედაქტორი

ავტოავარიას წალენჯიხაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი