შემთხვევა

ავტოავარიას წალენჯიხაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-დახმარების ბრიგადები. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Related posts

ზუგდიდში თოვლის ბაბუა მოიპარეს

რედაქტორი

სოფელ ხაიშში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ერთი პირი დააკავეს

რედაქტორი

სენაკში, მდინარე ტეხურაში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი