STV
ახალი ამბები რეგიონი

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 50 ათასი ლარია, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

საპერტიოს უბანში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნენ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

პარალელურად, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა გაათავისუფლეს – სასამართლო 13 მაისს ჩაინიშნა

წალენჯიხის მერი მოადგილეებთან ერთად თბილისში აქციიებს შეუერთდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი