სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო ინოვაციურ მეწარმეობაში იდეათონს იწყებს.
,საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, IT Knowledge-თან კოლაბორაციით, იწყებს პრეაქსელერაციის პროგრამას, რომელიც 14-დღიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში მცხოვრებ მეწარმეებს ინოვაციური ბიზნეს იდეების განვითარებაში.
პროგრამის პირველ ეტაპზე ჩატარდება Ideation Workshop – იდეების გენერირების 2-დღიანი ვორკშოპი (ჯამში 10 საათი), რომელიც მსურველებს დაეხმარება ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებაში და პრეაქსელერაციის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის მომზადებაში.
ვორკშოპი ჩატარდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი.
ვორკშოზე ისწავლით: ბიზნეს იდეის განვითარებაში პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას, გუნდური მუშაობის გამოცდილებას, პრეაქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის შანსს.
პრეაქსელერაციის 14-დღიანი პროგრამის ბოლოს მსურველებს ექნებათ ცოდნა და ჩამოყალიბებული ხედვა სტარტაპის სტრატეგიის შესახებ, რაც დაეხმარებათ 25 000 ლარიან საგრანტო კონკურსში წარმატების მიღწევაში.
რეგისტრაციის ბმული: https://apps.mygita.ge/zs/5XDTX8