STV
ამბები სამეგრელოდან ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

„აწარმოე საქართველოს“ სესხის სუბსიდირების პროგრამით სამეგრელო-ზემო სვანეთში 100-მდე მცირე მეწარმემ ისარგებლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ – ირაკლი გაბრიაძემ სახელმწიფო რწმუნებულს, პარლამენტის წევრებს და მერებს სააგენტოს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„უპროცენტო სესხის პროგრამაში ჩართვა მეწარმეებს მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის საშუალებით შეუძლიათ. 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე, სესხის სუბსიდირებას სახელმწიფო ახდენს. გავეცანით მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით უკვე დაფინანსებულ პროექტებს, ვისაუბრეთ პრიორიტეტებზე. სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროგრამა, რომელიც მცირე მეწარმეებს ეხმარება სესხის პროცენტის დაფინანსების ნაწილში, პროგრამით რეგიონში უკვე ისარგებლა ასამდე მცირე მეწარმემ, რაც მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის“ – აცხადებს შეხვერის დასრულების შემდეგ ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავიით კოდუა.

ირაკლი გაბრიაძემ ასევე ისაუბრა სააგენტოს რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობაზე და ადგილზე არსებულ სერვისზე. საქართველოს რეგიონებში პირველი საკონსულტაციო ცენტრი სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაიხსნა.

საკონსულტაციო ცენტრებში მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ სხვადასხვა მომსახურება და გაიარონ კონსულტაციები.

უახლოეს პერიოდში იგეგმება საკოორდინაციო ჯგუფის შექმნაც, სამომავლო თანამშრომლობისა და რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების გაძლიერების მიზნით.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“

რედაქტორი

ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მიტროპოლიტმა გერასიმემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

რედაქტორი