STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ორმოცმოწამეთობა ციხე-გოჯში

22 მარტს, მართლმადიდებლური ეკლესია, სებასტიის ტბაში წამებული ორმოცი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, მეექვსე საუკუნით დათარიღებულ ეკლესიაში, რომელიც ქრისტიანობას შეწირული ორმოცი კაბადოკიელი მეომრის სახელზეა აგებული, საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

სადღესასწაულო წირვას, სენაკის მუმიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მრევლთან ერთად დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაციის უნიკალური პროექტის ფარგლებში, ტაძარი სრულად გადაიხურა ავთენტური ფორმის კრამიტით, რომლის დიზაინის დადგენაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ასევე განხორციელდა ორმოცმოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაცია.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“

რედაქტორი

ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მიტროპოლიტმა გერასიმემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

რედაქტორი