ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, ზუგდიდის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან? პასუხები ასე გადანაწილდა:
დათო კოდუას – „ქართული ოცნების” კანდიდატს გამოკითხულთა 71,9% უჭერს მხარს.
გიორგი თოდუას – „ძლიერი საქართველოდან“ 20%
რამაზ ჩაჩიბაიას – „საქართველოდან“ კი 7,9%
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.