STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

სენაკის მერმა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის მერის ვახტანგ გადელიას ოთხი წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. დავით ვერავამ სენაკის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და სენაკის მერს განხორციელებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მიხარია, რომ დღეს აქ ვარ ძვირფასი და გამორჩეული სენაკელების წინაშე, დღეს მოღვაწეობის ოთხი წლის ანგარიშს წარადგენს სენაკის მერი ვახტანგ გადელია. მისი მერობის დროს სენაკმა მიაღწია განვითარების ახალ ეტაპს სხვადასხვა მიმართულებით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. გამოწვევები რა თქმა უნდა არსებობს და ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ამ საჭიროებების მოგვარებას შევძლებთ. მადლობა ვახტანგ გადელიას გაწეული სამუშაოსთვის!“ – განაცხადა დავით ვერავამ.

ვახტანგ გადელიამ სენაკელებს 2021 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გააცნო.

შეხვედრაზე ადგილობრივებს ფოთის, სენაკისა და ხობის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში გიორგი ხახუბიამ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე და ვახტანგ გადელიას, ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდთან ერთად გაწეული საქმიანობისთის მადლობა გადაუხდა.

ანგარიში ვრცლად: https://senaki.gov.ge/city-hall/მერის-ანგარიში/

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“

რედაქტორი

ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მიტროპოლიტმა გერასიმემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

რედაქტორი