STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ზუგდიდში 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის ბინები შენდება

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას, 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს. მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან და პარლამენტის წევრებთან ერთად გაეცნო.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის – ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მინისტრის თქმით, მსგავსი მასშტაბური ინიციატივებით მთავრობა რეალურად ცვლის ათასობით ოჯახის მომავალს.

პროექტს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 000 000 ლარზე მეტია.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს ოთხ ქალაქში მიმდინარეობს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“

რედაქტორი

ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მიტროპოლიტმა გერასიმემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

რედაქტორი