STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

დათო კოდუა: ზუგდიდში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ავტოდრომი აშენდება

ზუგდიდში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ავტოდრომი აშენდება – ამის შესახებ ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ ინგირში გამართულ ავტომოყვარულთა შეჯიბრზე განაცხადა. კოდუას განმარტებით ახალი ავტოდრომი დასავლეთ საქართველოს ავტოსპორტის მიზიდულობის ცენტრი იქნება.

„ზუგდიდი ავტოსპორტის მიმართულებით გამორჩეული ქალაქია. დღეს, რიგით მეექვსე ღონისძიებას ვატარებთ. ზუგდიდს ავტოსპორტის მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, რაზეც დღევანდელი ღონისძიება და აქ ადამიანების დაინტერესებაც მეტყველებს.

მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით ამ ადამიანებს, ავაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას ავტოსპორტისთვის, რომელიც იქნება დიდი მიზიდულობის ცენტრი ავტოსპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ექნება სპორტის ყველა სახეობას, ამისთვის კი გვჭირდება საინტერესო პროექტები, იდეები სპორტის სხვადასხვა მიმართულებით“ –

დღეს გამართულ შეჯიბრზე ავტომოყვარულები ერთმანეთს 6 კატეგორიაში შეეჯიბრნენ. ღონისძიება მეექვსე წელია ტარდება. ინგირში გამართულ ავტომოყვარულთა შეჯიბს ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა ესწრებოდა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“

რედაქტორი

ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მიტროპოლიტმა გერასიმემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

რედაქტორი