STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი – ანაკლიის ნავსადგური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ზოგიერთ მედიასაშუალებაში და სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის მშენებლობა შეჩერდა და იქ სამშენებლო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. ინფორმაციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს განვმარტოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა:

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა” და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოს (რომლის წამყვანი წევრია ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V.) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება შედგება ორი ეტაპისაგან: მობილიზაცია/პროექტირება და უშუალოდ მშენებლობა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე სამობილიზაციო სამუშაოები (I ეტაპი) ოფიციალურად დაიწყო 2024 წლის 16 სექტემბერს. გასული თვეების განმავლობაში ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ტალღმტეხის მშენებლობისათვის საჭირო 200 000 კუბურ მეტრზე მეტი კლდოვანი მასა/ქვის ლოდები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პარალელურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა (ზღვის ფსკერის ბათიმეტრია, ასაშენებელი ტალღმტეხის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება და ა.შ) ევროპული კომპანიების მიერ, ხოლო ავტორიტეტულმა ჰოლანდიურმა კომპანიამ Royal Haskoning DHV მოამზადა ტალღმტეხის დეტალური დიზაინი/პროექტი.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სამიმოსვლო გზები, სამშენებლო მოედანზე მოხდა ყველა საჭირო კომუნიკაციის შეყვანა, დასრულდა ბეტონის ქარხნისა და ბეტონის დამცავი ბლოკების საწარმოო პოლიგონის მონტაჟი. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობდა სამობილიზაციო და საპროექტო სამუშაოებს, დასრულებულია და უკვე გაცემულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვაც. ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების საბოლოო შეფასება, რის შემდეგაც კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებს ოფიციალურად შეუდგება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო პროექტის ფარგლებში საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების გაწევის მიზნით, პროექტში ერთვება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელთანაც უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“

რედაქტორი

ფოთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მიტროპოლიტმა გერასიმემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

რედაქტორი