STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ოდიშში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოდიშში ახალი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა დავით კოდუამ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

ახალი ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილია.

ოდიშის საბავშვო ბაღი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 1 227 700 ლარს შეადგენს. 

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

რედაქტორი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რედაქტორი