STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

ხობის საკრებულოს თავმჯდომარედ გოჩა ქაჯაია აირჩიეს

30 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ შეროზიამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა, მისი განცხადებით, ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა, 37 წევრით, სადაც 22 მანდატი მაჟორიტარულ, ხოლო 15 პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერგოთ. აქედან, 35 მანდატი „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“, 1 მანდატი „გახარია-საქართველოსთვის“ და 1 მანდატი „ლელომ“ მოიპოვა.

ჯემალ შეროზიამ საკრებულოს არჩეული წევრების შესახებ ინფორმაციის საკრებულოსთვის წარდგენის შემდეგ სიტყვა გადასცა საკრებულოს უხუცესს წევრს ვლადიმერ ქანთარიას. სხდომაზე საკრებულოს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მამუკა ქარდავა, ხოლო მოადგილეებად გივი ლატარია და გიორგი გვასალია. საკრებულოს პირველ სხდომაზე რეგისტრირებულ იქნა ორი ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე აკაკი მალანია და ფრაქცია „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე მიმოზა ლემონჯავა. არჩეულ იქნენ ასევე ფრაქციების თავმჯომარის მოადგილეები.

სხდომაზე ფარული კენჭისყრის საფუძველზე ასევე არჩეულ იქნენ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარები: საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ მედეა თათარიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დოდო გაბუნია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ლევან ლიპარტია, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარედ ბექა მამაცაშვილი და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვლადიმერ ქანთარია.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ჯან-მედის ორგანიზებით ზუგდიდში მესამე საერთაშორისო  სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა [R]

რედაქტორი

დავით კოდუა: ჩვენი ამოცანაა ზუგდიდის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით, გამჭირვალედ და ეფექტიანად იმუშაოს

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

რედაქტორი