ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას გიორგი კორტავა უხელმძღვანელებს. გიორგი კორტავა წინა მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრი იყო.
„პირველ რიგში მინდა დავიწყო მილოცვით, კიდევ ერთხელ ვულოცავ და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ ამომრჩეველს. წლიდან წლამდე ჩვენი რეიტინგი იზრდება, რაც ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკის შედეგია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მაქსიმალურად გამჭირვალედ და საზოგადოების მაღალი ჩართულობით იმუშაონ თვითმმართველობებმა. ჩვენი ფრაქციისა და გუნდის მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ყველა პროექტი და ყველა თეთრი მოქალაქეებთან იქნება შეთანხმებული და აბსოლუტურად გამჭირვალედ იქნება ეს ყველაფერი“ – განაცხადა გიორგი კორტავამ.
„ქართული ოცნების“ ფრაქციაში 45 საკრებულოს წევრია გაერთიანებული. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან: ჯონი ჯიქია, აკაკი ჯიჯელავა, ზაზა პროპოპენკო, ნათია წითლიძე, ნიკოლოზ ზარქუა, ლევან ხასია და გიორგი ხუფენია.


 
     
     
     
     
     
     
     
     
  