საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მინისტრთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა. მათ შორისაა წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა ჭანტურია.
