STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ცოტნე შონია აირჩიეს

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა წალენჯიხის N68-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა მიქავამ გახსნა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ფარული კენჭისყრით ცოტნე შონია აირჩიეს. მის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ასევე ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი კაჭარავა, მოადგილეებად – ბაკურ სონგულია და დარეჯან დადიანი აირჩიეს. კენჭისრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „ლელოს“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

სხდომაზე ფარული კენჭისყრის საფუძველზე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები.

საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მანანა ჭანია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ქარდავა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის ტავმჯდომარედ დალი კვარაცხელია, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ დათა კუკავა, ხოლო სოციალურ საკითხთა კომისია – თავმჯდომარედ ნანა კეკუა იქნა არჩეული.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი