STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

ზუგდიდის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევის შემდეგ კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს.

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა კომისიას მაიზერ ნანავა უხელმძღვანელებს; ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ედიტა კოდუა იქნა არჩეული. იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას გაბრიელ ხარებავა უხელმძრვანელებს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას კი თამუნა ჯიქია; რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისია, მისი თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია 35 მაჟორიტარული სისტემით არჩეული და 13 პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრით, ხოლო ოპოზიციური პარტიებიდან „გახარია საქართველოსთვის“ ერთი წევრი და „ძლიერი საქართველო-ლელო” ერთი წევრი.

ამავე თემაზე:

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ჯან-მედის ორგანიზებით ზუგდიდში მესამე საერთაშორისო  სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა [R]

რედაქტორი

დავით კოდუა: ჩვენი ამოცანაა ზუგდიდის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით, გამჭირვალედ და ეფექტიანად იმუშაოს

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

რედაქტორი