სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ განათლების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ის პედაგოგები დააჯილდოვა, რომელთაც 2024-2025 სასწავლო წელს გამორჩეულ წარმატებებს მიაღწიეს.
„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის გამორჩეული პრიორიტეტია პედაგოგების მხარდაჭერა, განათლების ხელშეწყობა. ამ მხრივ ვგეგმავთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.
ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს და წარმატებებს ვუსურვებ ყველაზე პატრიოტულ და საპატიო საქმიანობაში, რასაც ჩვენი მომავალი თაობების აღზრდა ჰქვია,” – აღნიშნა სენაკის მერმა.
პროფესიისადმი ერთგულების, განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფულადი ჯილდო და მადლობის სიგელი 8 პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან:
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის პედაგოგი, ტოლია კილასონია;
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ სამხატვრო სკოლის პედაგოგი, ლერი კართხია;
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ სამუსიკო სკოლის პედაგოგი, გოჩა ჯგერენაია;
ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების N6 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი, ნანა დემურია;
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის უფროსი, მანანა ჭანტურია;
ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი, ვეფხვია გორგოძე;
ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ძიუდოსა და ქართული ჭიდაობის მწვრთნელ-მასწავლებელი, გელა ხარბედია;
ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელ-მასწავლებელი, რევაზ იოსელიანი.
საპატიო სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.



 
     
     
     
     
     
     
     
     
  