რუსეთის ვიცე-პრემიერმა ე.წ. პრეზიდენტთან ბადრა გუნბასთან ერთად სოხუმის აეროპორტი დაათვალიერა

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა და რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი სოხუმის აეროპორტს ეწვივნენ.
ამავე ცნობით, ისინი გაეცნენ მის აეროპორტის მუშაობას და განიხილეს შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენები პირველი მაისიდან დაიწყო.
“ამჟამად სოხუმიდან თვითმფრინავები მოსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდსა და ხანტი-მანსიისკში დაფრინავენ და ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავენ”, – ნათქვამია რუსული მედიით ინფორმაციაში.



