ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი დააკავეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს. ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო მოხდა დაკავება, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ე.წ. ხელმძღვანელმა, მამა ვისარიონმა განაცხადა, რომ პიმენი „გალის რაიონის მოსახლეობას ნაციონალისტურ იდეებს უნერგავდა“. გალის რაიონში ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ.
ვისარიონის თქმით, – „მამა პიმენი მსახურებას აფხაზეთის ეპარქიის კურთხევის გარეშე აწარმოებდა, რაც დაუშვებელია“.




