ამქვაბმა მასწავლებელთა პროტესტის შემდეგ დე-ფაქტო განათლების მინისტრის ბრძანება გააუქმა

ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ამქვაბმა, ე.წ. განათლების მინისტრის ინალ გაბლიას ბრძანება გააუქმა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის სკოლების მე-9 და მე-11 კლასებში ალგებრა-გეომეტრიის გამოცდებს ითვალისწინებდა.
გუშინ stv წერდა, რომ აფხაზი პედაგოგიური საზოგადოების ნაწილმა, დე ფაქტო მთავრობას მიმართა ე.წ ბრძანება გაეუქმებინათ, პროტესტი გამოთქვეს დე-ფაქტო პარლამენტის წევრებმაც.
ე.წ. განათლების მინისტრის 2024 წლის 8 თებერვლის ,,ბრძანებია”, რომელიც დღეს ამქვაბმა გააუქმა სკოლებში ალგებრა-გეომეტრიის წერით გამოცდებს ითვალისწინებდა, მასწავლებლები მიიჩნევდნენ რომ სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ.
ამავე თემაზე:




