რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა „კონსტიტუცია“ შეიცვალოს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ე.წ.პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე და ე.წ. პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
აფხაზური გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. პრეზიდენტის წინადადება 2023 წლის 27 დეკემბერს „კონსტიტუციაში“ შეტანილი ცვლილებების გაუქმების შესახებ.
საუბარია სახელმწიფო ობიექტების მესამე პირებზე გადაცემის აკრძალვაზე. ცვლილებები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებისას შევიდა.
„ახლა ასლან ბჟანიას სურს „კონსტიტუციური კანონიდან“ ამოიღოს ის მუხლები, რომლებიც ხელს უშლის ობიექტების მესამე პირებისთვის გადაცემას და გააუქმებს საკუთარ განკარგულება“, – წერს აფხაზური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს ოკუპირებულ აფხაზეთში აქციები მოყვა.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარებას გმობს


