არძიმბას გარდაცვალების და ბაღაფშის დაბადების დღის აღსანიშნავად აფხაზეთში ,,დელეგაცია“ ჩავიდა

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პირველი და მეორე პრეზიდენტების ხსოვნას პატივი მიაგეს. დღეს სეპარატისტული მოძრაობის ლიდერის და აფხაზეთის ე.წ. პირველი ,,პრეზიდენტის” ვლადისლავ არძიმბას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა, ხოლო მეორე ე.წ. პრეზიდენტის სერეგი ბაღაფში დაბადებიდან 75 წელი.
ე.წ. პრეზიდენტების საფლავზე აფხაზეთის ე.წ. მოქმედ პრეზიდენტთან ერთად აფხაზური მედიის ინფორმაციით, ასევე იმყოფებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი თვითაღიარებული პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი კონსტანტინე ზატულინი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ,,ელჩი აფხაზეთში” ოლეგ ბოციევი, და სხვა.




