დავით კოდუა: 2026 წელს ახალ სახლს 11 მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახს ავუშენებთ

ზუგდიდის მერია, ჩხორიაში გოლეთიანების ოჯახს ახალ საცხოვრებელ სახლს უშენებს. სახლის მშენებლობის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ადგილზე გაეცნო.
მერის განცხადებით, მძიმე საყოფაცხოვრები პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება, აღნიშნული პროგრამა გაძლიერდება და გაიზრდება დაფინანსება, რათა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფმა მეტმა ოჯახმა შეძლოს კეთილმოწყობილ გარემოში ცხოვრება.
დავით კოდუას განმარტებით, ზუგდიდის მერია 2026 წელს ახალ საცხოვრებელ სახლს 11 ოჯახს აუშენებს, ამ დრომდე კი 169 სახლია აშენებული.
ჩხორიაში, მერთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და მერის მოადგილეები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.







