გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია დეა სენაკში, აბაშასა და ხობში ციფრული უნარების განვითარების პროექტს ახორციელებს

გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“ ახორციელებს პროექტს „სტარტაპ თაობა- ციფრული უნარების განვითარება წარმატებული მეწარმეობისათვის სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში“.
„პროექტი მიზნად ისახავს სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ინოვაციურ მეწარმეობაზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერებას; მომავლის პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კარიერული კონსულტაციის გზით, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებას“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ფარგლებში, სამივე სამიზნე ქალაქში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, ჩატარდა 9 ტრენინგი ახალაგზრდულ საქმიანობასა და მოხალისეობა, 6 ტრენინგი ინოვაციურ მეწარმეობაზე. ჯამში კომპეტენცია აუმაღლდა 150 ახალგაზრდას. 2026 წელს დაგეგმილია ისეთი აქტივობები,როგორიცაა: გასვლითი შეხვედრა მარტვილში,ახალგაზრდა მეწარმესთან, ლაბორატორიული სესიები სენაკის ტექნოპარკში,იდეათონი და ახალგაზრდული ფორუმი აბაშის მუნიციპალიტეტში.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ და ხორციელდება აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, ასოციაცია „დეას“ მიერ, აბაშის, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტის მერიების პარტნიორობით.




