თეო ბერიძე: ჩხოროწყუს მერმა ჯუმბერ იზორიამ, პირველი ხელფასი მრავალშვილიან დედებსა და უხუცეს თანამშრომლებზე გადაანაწილა

მრვალშვილიანი დედა თეო ბერაძე სოციალურ ქსელში ჩხოროწყუს მერს მადლობას უხდის და წერს, რომ მერმა პირველი ხელფასი მრავალშვილიან დედებს გადასცა.
,,დღეს იმდენად ემოციური დღე მქონდა, ვერ შევძელი, არ გამეზიარებინა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ჯუმბერ იზორიამ, პირველი ხელფასი მრავალშვილიან დედებსა და ჩვენს უხუცეს თანამშრომლებზე გადაანაწილა.
სიტყვებით რთულია გადმოსცე ის სითბო, გულშემატკივრობა და ადამიანური დამოკიდებულება, რაც ამ ნაბიჯში იგრძნობოდა. ეს არის ჰუმანურობისა და საზოგადოებაზე ზრუნვის ნამდვილად უმაღლესი სტანდარტი, მაგალითი, რომელიც იმედს აძლევს ბევრს.
ბატონი ჯუმბერ იზორიას ეს გადაწყვეტილება საამაყო და მისაბაძია.
გულწრფელი მადლობა ბატონო ჯუმბერ იზორია!” – წერს თეო ბერაძე.




