მოქალაქე ზუგდიდის მერს, დავით კოდუას დროულად შესრულებული დაპირებისთვის მადლობას უხდის

„ჩვენი უბნის სახელით გვსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ მერს, ბატონ დათო კოდუას, და მერიის მთლიან გუნდს, ჩვენი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტის თანამედროვე სტადიონის მშენებლობის დაწყებისათვის“ – ასე ეხმაურება ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობის დაწყებას მოქალაქე დათა დარსანია.
„ეს არის ინიციატივა, რომელიც არა მხოლოდ სპორტულ ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს, არამედ ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისა და წარმატების შესაძლებლობას“– წერს მოქალაქე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ადგილზე მიმდინარე სამუშაოების ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის დევნილთა აღნიშნულ ჩასახლებაში, სტადიონის მშენებლობის შესახებ დავით კოდუამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, 17 სექტემბერს, ამავე უბანში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
დათო კოდუა: ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში ახალ სპორტულ მოედანს ვაშენებთ https://www.facebook.com/GDDavitKodua/posts/pfbid0KG2HPm6bHxZiGJErRqN3z3UgfbP2eow694Fyaw9JyzoLvoXtB5vDJV3xabP1bEY7l



![„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატის დავით კოდუას სიტყვა [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/08/IMG_7357.jpeg)
