ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა“

ფოთში, ქალაქის სხვადასხვა უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. კუნძულის უბანში დასრულდა ერეკლე მეორის, პეტრე იბერისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია. ამავე უბანში მიმდინარეობს სამუშაოები შევჩენკოს ქუჩაზე და თამარ მეფის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე. დასრულებული სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასათან ერთად დაათვალიერა. „ჩვენი მიზანია, ფოთის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
კუნძულის უბანში, უახლოეს პერიოდში დაიწყება კლდიაშვილის, მემედ აბაშიძის, ზურაბ ნანავას, სოხუმის და მიქაბერიძის ქუჩების მოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერით.
მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს“

ფოთის მერი: „ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში“


