ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია აირჩიეს

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარედ ზუგდიდის ყოფილი მერი მამუკა წოწერია აირჩიეს, მამუკა წოწერია ქართული ოცნების პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო. წოწერია ზუგდიდის საკრებულოს 2017-2021 წლებშიც თავმჯდომარეობდა.





