ვალერი ბარაბაში საპატიო ზუგდიდელია – ჯილდოზე მისი წარდგინება დათო კოდუას მიერ მოხდა

ვალერი ბარაბაში, ზუგდიდელი მეეზოვე დღეს საპატიო ზუგდიდელის ჯილდოს მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალზე ბარაბაში მეუღლესთან ერთად გამოცხადდა. ვალერი ბარაბაში ზუგდიდის სისუფთავეზე 40 წელია ზრუნავს, მისი წარდგინება საპატიო ზუგდიდელის ჯილდოზე ზუგდიდის დელეგატის და ამჯერად „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის დათო კოდუას ინიცირებით მოხდა. კოდუამ გასულ წელს ვალერი ბარაბასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და თქვა, რომ დამსახურებულ მეეზოვის კანდიდატურას შესაბამის კომისიას წარუდგენდა.




