ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების მონაწილეობით ტექნოლოგიური ბანაკი მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია ტექნოპარკის მწვანე ტექნოლოგიების ბანაკის დახურვის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
გიორგი ნადარაიამ ბანაკის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობაში მუდმივი მხარდაჭერა აღუთქვა.
რეგიონის ახალგაზრდებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა ემსჯელათ მომავლის ჭკვიან ქალაქზე, ესწავლათ ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობა. დასკვნით ეტაპზე კი წარმოადგინეს ინოვაციური პროტოტიპები. მონაწილე გუნდებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.
ბანაკი ანაკლიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირის წევრი გახდა

ანაკლიაში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო


