ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]
![ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2025/09/541679513_1188306459991373_4160235142748540040_n-960x640.jpg)
ზუგდიდის კლასიკური მუსიკის IV ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ნადარაია, დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. მაყურებლის წინაშე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლები – ნინო სურგულაძე, ოთარ ჯორჯიკია, იანო ალიბეგაშვილი, არმაზ დარაშვილი და მამუკა ლომიძე წარსდგნენ. საღამო მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა.
ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა, პირველი კონცერტი ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით ჩატარდა.
ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.





















![ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/07/67381412_440761313440475_1637565953589903360_n.jpg)
![ლენინის ძეგლი ზუგდიდში [დღის ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/02/50822374_2327121507320240_6900850716147974144_n.jpg)