ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ზუგდიდელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ზუგდიდელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ხოლო დაშავდა სამი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




