ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა ზუგდიდის მოქმედ მერს მამუკა წოწერიას, მან ძალიან ბევრი იშრომა ამ მუნიციპალიტეტისთვის, მამუკა, არჩევნების შემდეგ საკრებულოში იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის დათო კოდუას კანდიდატურას ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი ეხმაურება, ის ასევე მადლობას უხდის მამუკა წოწერიას ზუგდიდის მოქმედ მერს და წერს, რომ წოწერია მმართველი პარტიის გუნდს საკრებულოში უხელმძღვანელებს:
,,ჩემს მშობლიურ ზუგდიდში, მერობის კანდიდატი დათო კოდუა ოფიციალურად წარვადგინეთ. დათო კეთილსინდისიერი, მებრძოლი, პრინციპული და დაუღალავი ადამიანია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორში მრავალი წელია მუშაობს, ის 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების” აქტიური წევრია.
დათო კოდუა 1 წლის წინ პარლამენტში ზუგდიდის დელეგატად აირჩია მოსახლეობამ, თუმცა როდესაც გუნდს დასჭირდა უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე და მოდის ზუგდიდში, რათა თავისი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ ამ მუნიციპალიტეტს მოახმაროს – მისი ეს გადაწყვეტილება ნამდვილად დასაფასებელი და ღირსეულია.
მჯერა, რომ დათო ზუგდიდისთვის ძალიან ბევრ კარგ პროექტს განახორციელებს. ეს ქალაქი და აქ მცხოვრები ხალხი ნამდვილად იმსახურებს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს და მეტ განვითარებას. მინდა წარმატებები ვუსურვო დათოს ამ საპასუხისმგებლო და შესაძლებლობებით მდიდარ გზაზე!
მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდის მოქმედ მერს მამუკა წოწერიას, მან ძალიან ბევრი იშრომა ამ მუნიციპალიტეტისთვის, მამუკა, არჩევნების შემდეგ საკრებულოში იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი. გუნდის სიძლიერე ის არის, რომ ჩვენ ყველა ერთად იქ ვართ, სადაც გუნდს ვჭირდებით და ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ამ მუნიციპალიტეტისთვის.
შეხვედრაზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დავასახელეთ, ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უშუალოდ თავიანთ სოფლებსა და უბნებში იმუშაონ მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირების, მათი ინტერესების დაცვის და პრობლემების მოგვარებისთვის. წარმატებები საკრებულოს განახლებულ გუნდს! ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რომ ძალიან ბევრი მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციიდან მოდის, ისინი განსაკუთრებული ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში.
მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ზუგდიდს!” – წერს ჩიქოვანი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახდა კონსტიტუციური ნორმა. ეს არის ყველაზე დიდი გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაადასტურო შენი ერთგულება ამ მიზნების მიმართ

ირაკლი ჩიქოვანი: ვულოცავ ზუგდიდის თეატრის თითოეულ თანამშრომელს ამ მნიშვნელოვან თარიღს


