გუბერნატორი ავტოსაგზაო შემთხვევაზე: ის, რაც ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა, ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის

ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც 4 ზუგდიდელი ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ეხმაურება:
,,ის, რაც ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა, ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდელი 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ამ უმძიმეს წუთებში!” წერს დავით ვერავა.
ამავე თემაზე:




