ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, დოღისა და კონკურის შეჯიბრება გაიმართა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე დოღისა და კონკურის შეჯიბრებას დაესწრო, რომელიც ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა, – ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
„სპორტულ შეჯიბრებაში, ადგილობრივთან ერთად, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მხედრები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრება სხვადასხვა კატეგორიაში გაიმართა, რომელთაგან თითოეულში გამოვლინდნენ საპრიზო ადგილების მფლობელები.
რუსლან კვარაცხელიას და ვალერიან მაქაცარიას სახელობის თასები გადაეცათ გიორგი კვარაცხელიას და კახაბერ ბებიას, რომლებმაც დაბრკოლების გადალახვაში გაიმარჯვეს.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
„ფოთში ტრადიციად იქცა ღონისძიებები, რომლებიც აერთიანებს სპორტს, თავისუფალ სივრცესა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც ჩვენი ქალაქის ცხოვრების სტილს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს ხდის“, – განაცხადა ფოთის მერმა ,ბექა ვაჭარაძემ.




